LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ” – ნედ პრაისი

234
ნედ პრაისი

ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე.

„საუკეთესო მაგალითია კონტრმაგალითი. ეს არის იმის მაგალითი, თუ რა ტიპის პარტნიორობა შეუძლია აშშ-ის იმ ქვეყნების მოსახლეობასთან, რომლებიც მიისწრაფვიან, გააგრძელონ დემოკრატიის, დემოკრატიული რეფორმების, ევროპასთან და უფრო ფართო ევროატლანტიკურ რეგიონთან ინტეგრაციის გზა.

ვფიქრობ, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პარტნიორობა და როგორ ვართ შეშფოთებული იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს. საბოლოოდ, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენი ძლიერი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა უსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი საუბრობს მკაფიო ხმით.

ზუსტად ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მკაფიო, ხმამაღალ ხმებს ახშობენ ცრემლსადენი გაზით, იმათი ჩახშობის ძალისხმევით, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებას იყენებენ. ეს ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში მთავრობებმა, რა თქმა უნდა, თბილისში მთავრობის ჩათვლით, მოუსმინოს თავის ხალხს”, – აცხადებს ნედ პრაისი.

ბოლო ინფორმაციით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის მანქანასთან ერთად პარლამენტთან გადაინაცვლა და აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.

ე.წ. რობოკოპები პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ იყენებენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. პირველად დაიწყო ე.წ. რეზინის ტყვიების გამოყენებაც.

ამასთან, სპეციალური ძალები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

magti 5g