LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მეცო-სოპრანო ნუცა ზაქაიძე მარკეზა მელიბეას პარტიას შეასრულებს როსინის თეატრში დაგეგმილ ონლაინ წარმოდგენაში

473
FORTUNA. GE

დღეს 23:00 სთ. კონცეპტArt-ის წევრი, ქართველი მეცო-სოპრანო ნუცა ზაქაიძე მარკეზა მელიბეას პარტიას შეასრულებს როსინის თეატრში დაგეგმილ ონლაინ წარმოდგენაში “მოზგაურობა რეიმსში “, სპექტაკლს ალესანდრო კადარიო უდირიჟორებს.

როსინის “Il viaggio a Reims” პრემიერა 2001 წელს შედგა, რეჟისორი – ემილიო საჯი, 2020 ვერსია აღდგენილი რეჟისორ მატეო ანსელმის მიერ.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “Rossini Opera Festival” როსინის მშობლიურ ქალაქში პეზაროში 1989 წლიდან ყოველ ზაფხულს იმართება. ფესტივალის ფარგლებში ასევე ყოველ წელს იმართება Accademia Rossiniana – პროექტი ახალგაზრდა საოპერო შემსრულებლებს მასპინძლობს და მოიცავს მასტერკლასებს ლეგენდარულ მომღერლებთან და მუსიკოსებთან. აკადემიის ხელნძღვანელი მისი დაარსებიდან დღიდან, აღიარებული მუსიკოსი და დირიჟორი ალბერტო ძედა გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი აკადემიას სათავეში ჩაუდგა ასევე მსოფლიო მნიშვნელობის ტენორი ერნესტო პალასიო.

წარმატება ვუსურვოთ ნუცა ზაქაიძეს!
#ConceptArt

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები