LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მკლავჭიდელმა რუსი დაამარცხა და მსოფლიოში უძლიერესი გახდა (ვიდეო)

1070
78753761-974160129627103-993740022228189184-o

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ტოპ 8  ტურნირის გამარჯვებული გახდა. საგინაშვილმა ფინალში რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტული მოიპოვა.

ქართველმა ჰალკმა ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირი ისე მოიგო, რომ არცერთ რაუნდში არ დამარცხებულა.

ჩვენიანმა მეოთხედფინალში ამერიკელ ტიმ ბრესნანს 6:0 აჯობა, ნახევარფინალში ასევე 6:0 დაამარცხა ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი, ხოლო ფინალში რუსს ერთი რაუნდიც არ დაუთმო და მშრალი ანგარიშით მოუგო.

https://www.youtube.com/watch?v=CfgacnmBVKM&fbclid=IwAR1N_m-5JJTcaIf7gsurh-EM8Z2OmfcH1y5dCMSrkfx1ysd9OHTlVdHlRHQ

საგინაშვილმა ტოპ 8 მკლავჭიდელთა ტურნირზე გამარჯვებისთვის 50 ათასი ამერიკული დოლარი მიიღო.

ლევან საგინაშვილი შვიდგზის მსოფლიოსა და ექვსგზის ევროპის ჩემპიონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები