LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღნიშნეს

67
Capture64545

ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მყოფმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის საზღვრის გარეთ აღნიშნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ავღანეთში, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე.

„მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ბანგიში კი, ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშა აღიმართა.

„ქართველ სამშვიდობოებს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო მისიებში პარტნიორი ქვეყნების კონტინგენტის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა გლობალური უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობისმყოფელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

ავღანეთში საზეიმო ღონისძიება ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ავთანდილ იოსელიანმა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბის ბაზის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კარლოს ოკუონდო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა გიორგი იაკობაშვილმა კი, პირად შემადგენლობას სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.