LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა

431
მათე

ქართველმა სტუდენტმა მათე ნიორაძემ აშშ-ში, Gettysburg College-ის ეკონომიკისა პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა. უნივერსიტეტი მის 4 წლიან სწავლას 290 000 ამერიკული დოლარით დააფინანსებს.

მათე ნიორაძემ თბილისის N60 საჯარო სკოლა მედალზე დაამთავრა. ის არის გაცვლითი პროგრამა FLEX-ის მონაწილე და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კენის საჯარო სკოლის დამამთავრებელი გამოშვების N1 სტუდენტი. წელს მის მიერ გაგზავნილ უნივერსიტეტებში მიღებულ დაფინანსების ჯამური ღირებულება 1 000 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

 

თორნიკე ყიყიშვილმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მენეჯერული პოსტი დაიკავა: „ვარ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რეკორდულად მოკლე დროში გაიარა გზა სტაჟიორობიდან მენეჯერობამდე“

magti 5g