LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე ყიყიშვილმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მენეჯერული პოსტი დაიკავა: „ვარ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რეკორდულად მოკლე დროში გაიარა გზა სტაჟიორობიდან მენეჯერობამდე“

252
თორნიკე ყიყიშვილი

ქართველი ახალგაზრდა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე – „დოიჩე ბორზეში“ მენეჯერულ პოსტს დაიკავებს. კარიერული წარმატების შესახებ თორნიკე ყიყიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებას უხელმძღვანელებს. როგორც თორნიკე ყიყიშვილი ამბობს, სტაჟიორობიდან მენეჯერობამდე გზა მან რეკორდულად მოკლე დროში გაიარა.

„მოხარული ვარ გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯი. დავწინაურდი ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე – „დოიჩე ბორზეში“, სადაც დავიკავებ მენეჯერულ პოზიციას.

პოზიციის ფარგლებში, ვუხელმძღვანელებ „დოიჩე ბორზეს“ კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილების ჩვიდმეტი პროფესიონალისგან შემდგარ გუნდს. თემატურად პასუხისმგებელი ვიქნები პროცესების ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობასა და რეგულატორთა აუდიტების კოორდინაციაზე.

ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მენეჯერობასთან ერთად, ვარ ერთ-ერთი პირველი (თუ არა ერთადერთი), რომელმაც რეკორდულად მოკლე დროში გაიარა გზა სტაჟიორობიდან მენეჯერობამდე.

წინ ბევრი გამოწვევა, შესაძლებლობა და განვითარებაა!
და ბოლოს, უცვლელად …
„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი“, – წერს თორნიკე ყიყიშვილი სოციალურ ქსელში.

magti 5g