ქეით მიდლტონი ვიზიტით ამჯერად ,,ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრში” იმყოფებოდა. ორგანიზაცის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიდლტონმა პანდემიის დროს არსებული გამოწვევები განიხილა. ცნობილი გახდა, რომ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის პლატფორმამ უამრავ ადამიანს გაუწია ონლაინ კონსულტაცია.
ამ დღეს მიდლტონი „დერეკ ლამის“ ულამაზეს კაბაში იყო გამოწყობილი, რომლის ქვედაბოლო გოფრირებული და ჰაეროვანი იყო. ეს მუქი მწვანე ფერის კაბა 200 დოლარი ღირს, ანსამბლს ქეითმა ზამშის ქამარი და შავი ჩექმა შეუხამა.