დანიის პრინცის, ფრედრიკის მეუღლე, პრინცესა მერი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქეით მიდლტონის ორეულად მონათლული მონარქი ცნობილია იმითაც, რომ მის გარდერობში ხშირად ვხედავთ კაბებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ქეით მიდლტონს ოფიციალური ვიზიტებისას ეცვა.
დანიის სამეფო სახლი ამ დღესთან დაკავშირებით ახალი პორტრეტების სერიას აქვეყნებს, სადაც პრინცი ფრედრიკი და პრინცესა მერი არიან გადაღებული. ახალ ფოტოებზე პრინცესა მერი ცისფერ, ბისერებით გაფორმებულ კაბაში პოზირებს და თავზე გვირგვინი ადგას. პრინცი ფრედრიკი კი, სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი.