ქეით მიდლტონის მიერ დაწერილი და ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი Hold Still ბესტსელერი ხდება. წიგნზე მუშაობა ჰერცოგინიამ გასულ წელს დაიწყო, როდესაც პანდემიის პირველი ტალღა დაფიქსირდა. წიგნში თავი მოიყარა სხვადასხვა ადამიანების მიერ შექმნილმა პირადმა ისტორიებმა, რომელიც მათ პანდემიის დროს გადახდათ. ისტორიებს თან ახლდა ფოტოები, რამაც უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია. ფოტოებს შორის საუკეთესოები თავად ქეით მიდლტონმა შეარჩია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ისტორიების გადარჩევის პროცესში. ასევე კემბრიჯის ჰერცოგინიამ წიგნი თავისი წინასიტყვაობით გააფორმა.

უკვე დღეს წიგნი ბრიტანეთის ნაციონალური პორტრეტების გალერეაში წარადგინეს. მოგვიანებით ქეით მიდლტონმა თავად ჩამოიარა ლონდონის ქუჩები და წიგნები დაარიგა. საინტერესოა, რომ ყველა წიგნს ახლავს წერილი და სიურპრიზები ქეით მიდლტონისგან.

 

მსგავსი თემები