LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია: „მინდოდა, ჩემი ორსულობის შესახებ ჩვენი ახალი კლიპიდან გაეგოთ…“

1159
qetatofuria20119

„ა-სტუდიომ“ ახლახან გიგა კვენეტაძისა და ოლგა სერიაბკინას სიმღერაზე „სე ლა ვი“ ახალი კლიპი გადაიღეს. ვიდეორგოლში ჩანს ორსული ქეთა თოფურია, რომელმაც თავისი ჩაცმულობით ფეხმძიმობას ხაზი გაუსვა. როგორც თავად აღნიშნავს, უნდოდა, ეს ამბავი თავად პირველად სწორედ ახალ კლიპში წარმოეჩინა. შეგახსენებთ, რომ ქეთა მეორე შვილს რჩეულისგან, ლევ დენგოვისგან ელოდება.

ქეთა თოფურია:

ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ისე დაემთხვა, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ხშირად განიხილავდნენ, ვიყავი თუ არა ფეხმძიმედ. კომენტარი არ გამიკეთებია, რადგან მინდოდა, ეს მნიშვნელოვანი ამბავი ახალი კლიპის საშუალებით გამხდარიყო ცნობილი. როდესაც ოლიციას ველოდებოდი, მაშინ გადავიღეთ კლიპი ერთ-ერთ სიმღერაზე, რომელიც ჩემთვის სასიამოვნო ვიდეომოგონებად დარჩა. ძალიან მიხარია, რომ კლიპში „სე ლა ვი“ ისევ აისახა ჩემთვის ძვირფასი და ბედნიერი მდგომარეობა. ყველაფერი ძალიან ჰარმონიულად გამოვიდა. სამოსშო ჩვენ გამოვიყენეთ ჩემი საყვარელი ფერთა გამა, რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია. გულწრფელად მჯერა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნამუშევარი ბევრი ადამიანის გულებამდე მივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები