LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკას ეხმაურება: „ნეტავ მქონდეს სოფელი საერთოდ არ ვიცხოვრებდი აქ, არავინ არავის არ ლანძღავს…”

3770
BeFunky-collage

რამდენიმე დღის წინ რეჟისორ ქეთი დოლიძის მიერ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე გაკეთებული განცხადება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

“ტვ პირველის” ეთერში რეჟისორმა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლოა იმ ფაქ­ტით, რომ “მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­ვი­და”.

“რას აკეთებს ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი?! რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?!” – ქეთი დოლიძე

დო­ლი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არაერთი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყვა. თე­მას პოსტი მი­უ­ძღვნა ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გმა დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ზო­გა­დი მსჯე­ლო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა და კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბის ხსე­ნე­ბის გა­რე­შე, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა.

ნათია ფანჯიკიძე: „არავინ მოგატყუოთ, რომ ლობიოს თესვაა თქვენი ოჯახების საუკუნო მოვალეობა…“

ზოგადი მსჯელობის პოსტს ასევე მოყვა კრიტიკული კომენტარები, რასაც რე­ჟი­სო­რის შვი­ლი, თამ­რი ბზი­ა­ვა გამოეხმაურა და ნათია ფანჯიკიძის სტატუსის კომენტარებში დაწერა, რომ გავრცელებული განცხადება კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი.

“მე მგონი როგორც წესი, ამ ქვეყანაში იმას არასდროს უსმენენ მთლიან კონტექსტში რას ამბობს ადამიანი … დღეს ადამიანების პრობლემაა მოსმენა და რაც მთავარია გაგებაა…. ცხოვრებაში არასოდეს არ ვეხმაურები ხოლმე ხალხის კომენტარს, წერას მირჩევნია საქმით ვაკეთო გასაკეთებელი, მაგრამ ხანდახან მინდება კომენტარის გაკეთება

  1. მთელი ჩემი დღე და მოსწრება ჩემს ოჯახში ცხოვრობდა 4 ბებია ოთხივე გურული სამი ქეთის მამიდა და მოეთხე მამაჩემის დედა
  2. თითქმის სულ რაც თავი მახსოვს ჩვენს სახლში ჩამოდიან სოფლებიდან ჩვენი ნათესავები , მეგობრები , ძალიან ხშირად ყოფილა უცხო მეგობრის მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი. ჩვენი სახლი სულ ღიაა მათთვის და არა მხოლოდ მათთვის
  3. თვითონ ქეთიმ მოიარა 375 სოფელი თუ არ ვცდები ზუსტი ციფრი არ მახსოვს, არა ბიძინას სიყვარულის გამო არა უბრალოდ იმიტომ , რომ საოცრად უყვარს თავისი ქვეყანა ამავე დროს იმის რწმენით რომ ცხოვრება უკეთესიბისკენ შეიცვლებოდა .

და ბოლოს ბაბუაჩემი სიკო დოლიძე რომლითაც ძალიან ვამაყობ და მიხარია რომ ქართული კინოს ერთ ერთი დამაარსებელია ასე ვთქვათ “გაქანებული”  გურული იყო ამასთან ერთად ოთხივე ბებიაც, ასე რო არავინ აკნინებს მით უმეტეს სოფელს  … მართლა მეცინება რანაირად შეუძლია ამ ხალხს ასე როგორც თვითინ სურს ისე გაიგოს ესა თუ ის საკითხი … არასოდეს არ ვაკეთებ კომენტარს და მით უმეტეს დედაჩემს ძალიან იშვიადად ვიცავ , რადგან ვფიქრობ რომ დასაცავი არაფერი აქვს … უბრალოდ ერთ რამეში ვეთანხმები ბოლომდე… საკმაოდ უმადური და დაუნახავი ერი ვართ ხშირად არ გვიყვარს ჩვენივე ხალხის დაფასება და ბევრად მეტი კეთილი და დადებითი მხარის  დანახვა.  სამწუხაროდ უფრო ხშირად ვკონცენტრირდებით ნეგატივზე … ეს თეთრით შავზე ჩანს არა მგონია მხოლოდ ჩემი აზრი იყოს ეს …. ახალ წელს გილოცავთ. წარმატებას დადებით ენერგიას და სიკეთეს გისურვებთ…”- წერს თამრი ბზიავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები