ცნობილი ტანმოვარჯიშე, ქეთი ხატიაშვილი გვირჩევს, როგორ შევასრულოთ გაწელვების პროცესი სწორად:
„4 ძირითადი კითხვა გაწელვებთან და შპაგატთან დაკავშირებით
შემიძლია თუ არა დავიკლო წონაში გაწელვებით?
დიახ!! ბევრს ჰგონია, რომ გაწელვები უბრალოდ ჯდომა ან წოლაა, თუმცა არა.. ნებისმიერ ვარჯიშს სჭირდება გახურება და ეს უკვე მოძრაობაა, გაწელვითი პოზიციებიც საჭიროებს ენერგიის ხარჯვას, მინიმუმ 200 კალორია იწვება გაწელვების დროს და თუ თქვენთვის ინტენსიური ვარჯიშები არ არის კომფორტული, ან რეკომენდაცია არ გაქვთ, ამ შემთხვევაში დასაკლებად გაწელვები გადასარევი საშუალებაა.
სახსრებისთვის და კუნთებისთვის გაწელვები კარგია?!
აუცილებელია!!
დროთა განმავლობაში არასწორი ჯდომითი რეჟიმი, დიდ ხანს თავდახრილი ყურება ტელეფონში, არასწორი ბალიში იწვევს კუნთების სპაზმს და სხეული ხდება ჩაკეტილი მარტივ ენაზე,
სწორად ამისგან გვიცავს გაწელვები.
სახსრები ხდება უფრო მოქნილი, სხეულის ნაწილები უფრო გაშლილი ( თითქოს გრძელი) სწორი პოზიციები ხსნის დაძაბულობას, სტრესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფას გამოყოფას. მოქნილი სახსრებისა და კუნთების შემთხვევაში ვარჯიშის დროს ნაკლებია ტრავმების რისკი.
რამდენ ხანში ჩავჯდები შპაგატში?!
შედეგის მიღება ძალიან ინდივიდუალურია და ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერც ერთი მწვრთნელი გაგცემთ.
რა სარგებელი მოაქვს შპაგატს?!
რეალურად ყველაზე სასარგებლო თვითონ გაწელვების პროცესია, რომლითაც სხეული ლამაზ და დადებით შედეგს იღებს!!“
ქეთი ხატიაშვილი: „მე და დავით კაჭარავას გვაქვს რომანტიკული სიყვარულით სავსე, ლამაზი ურთიერთობა…“