ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი თავის რჩეულ, მორაგბე დავით კაჭარავასა და შვილთან ერთად უქმეებს კახეთში ატარებს. ამის შესახებ ტელეწამყვანმა გამომწერებს თავად აცნობა და კახეთიდან ფოტო და ვიდეო მასალას ინსტაგრამის სთორებში გამოაქვეყნა. ერთ-ერთ სთორში ქეთი და დავითი რომანტიკულ ცეკვას კაჭრეთში, აუზთან ასრულებენ.
მანამდე კი ქეთი ხატიაშვილმა გზიდან დადო ვიდეო, სადაც საკუთარ გამომწერებს რჩევების გაზიარებას და კითხვებზე პასუხს დაჰპირდა. „მივდივართ კახეთში, ჩვენი ორდღიანი დასვენება იწყება, დავგეგმე თქვენთან გამოკითხვა გავაკეთო, გაგიზიაროთ ჩემი ძალიან კარგი აღმოჩენები და ძალიან ბევრს ვისაუბრებ თქვენთან ამ ორი დღის მანძილზე“, – ამბობს ტანმოვარჯიშე.