LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მაჭავარიანის ფილმი პრესტიჟული კინოფესტივალის მონაწილეა

90
culturbews20345

ქეთი მაჭავარიანის ფილმი „მზიური“ HotDocs Festival-ის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაშია. ფილმის გადაღება 2018 წელს, Cine Doc Tbilisi-ს ფარგლებში ინდუსტრიული პლატფორმის „სივილ პიჩის“ მთავარი პრიზის მიღების შემდეგ დაიწყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ, კიდევ ერთი დაფინანსების მიღების შემდეგ დასრულდა.

ფილმ „მზიურის” შესახებ HotDocs Festival-ის პლატფორმაზეც წერენ და აღნიშნავენ, რომ საკუთარი პირადი ბრძოლებისა და მთავრობის წინაშე, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, „მზიური“ მომართულია პასუხების მისაღებად, მაშინაც კი, როდესაც ხალხი მას კარს ცხვირწინ უხურავს.

„ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას, რომელიც „მზიანი საქართველოს“ სახელით არის ცნობილი და ისინი მიდიან იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა უფრო ადვილია“, აღნიშნულია აღწერაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები