LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთი საზღვაო სეზონს შემცირებული ფასებით ხვდება – 6 დღე 330 ლარიდან

676
107809193-136007078134185-8098652623649443400-n

ქობულეთი წლევანდელ საზღვაო სეზონს მკვეთრად შემცირებული ფასებით ხვდება. ადგილობრივმა სასტუმროებმა, რომლებიც ახლა მხოლოდ შიდა ტურისტების იმედზე არიან დარჩენილნი, სხვადასხვა ფასდაკლების აქციები დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთია – საოჯახო ტიპის სასტუმრო Friends Hotel Kobuleti.

როგორც 20-ნომრიანი საოჯახო სასტუმროს მენეჯმენტში აცხადებენ, აქციის ფარგლებში, რომელიც დღეს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს, Friends Hotel Kobuleti-ში განთავსება 5ღამე/6 დღე 330 ლარიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ ფასში შედის ორადგილიანი ნომრები საუზმით (უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თითოეული ნომერი ინდივიდუალურად მარაგდება ე.წ ლანჩ ბოქსებით).

„ჩვენ უკვე გავიარეთ შემოწმება და სრულად ვაკმაყოფილებთ იმ რეგულაციებს, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. Friends Hotel Kobuleti-ში დასვენება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენს სტუმრებს კომფორტულ, სუფთა და მყუდრო გარემოს ვთავაზობთ“, – აცხადებენ Friends Hotel Kobuleti-ში.

მათივე ინფორმაციით, Friends Hotel Kobuleti 2 წელია ფუნქციონირებს. საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ცენტრალურ ქუჩაზე, აღმაშენებლის 470 ნომერში.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 574 81 11 77

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები