LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად ინვესტორს ეძებენ

156
for-govt-ipo-hiring-story-thinkstockphotos-544672306

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს. ამ მიზნით, სამინისტრომ ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ 4261 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. ობიექტის საწყისი ღირებულება 1 მლნ 50 ათასი ლარია და მისი გასხვისება 30 დეკემბრისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.

აუქციონში გამარჯვებული სუბიექტი საპრივატიზაციო თანხას, 2020 წლის 20 სექტემბრამდე 3 ეტაპად გადაიხდის. ინვესტორმა სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ამასთან, სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში მინიმუმ 1 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები