გარდენია შევარდნაძის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ლამაზი ფოტოსესია გამოქვეყნდა, სადაც სიძე-პატარძალი ზურა შევარდნაძესთან ერთად პოზირებს, მეორე ფოტოზე კი მარტო წყვილია გადაღებული. ვინაიდან ქორწილები აკრძალულია, წყვილი ულამაზეს ადგილს ფოტოების გადასაღებად ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ ფოტოების ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი, ზაქარია ჭელიძეა.

ზურა შევარდნაძე წყვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე წერს:

„ქორწილი არაო, არც გაბედოთო…

ფოტოების გადასაღებად მოდიან, ისეთი ლამაზები იყვნენ, ისე დასტრიალებდნენ ერთმანეთს…

მინდა, ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ.

გვირგვინსა და თაიგულს არ დაგაკლებთ…“

ფოტოზე გამოსახული გოგონა, მოდელი ალინა ეფიმოვაა, რომელსაც ხშირად იღებენ სხვადასხვა ტიპის რეკლამაში და ასევე ძალიან პოპულარულია „ინსტაგრამზე“. ქორწილისთვის გოგონამ წითელი კაბა შეარჩია.

ახლახან მაყურებელმა ის სხვა კუთხით გაიცნო, როდესაც მეგობართან ერთად, „სამზარეულოს ომებს“ ესტუმრა და საკუთარი კულინარიული შესაძლებლობებიც გამოავლინა.

მსგავსი თემები