ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რაგიმ ასკეროვი დააკავეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი, მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. პირს ბრალდებულისთვის, აღნიშნული თანხის ნახევარი 1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი – მოგვიანებით უნდა გადაეცა.

ბრალდებული და ქრთამის მიმცემი პირი ერთმანეთს 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ, რის შემდეგაც ქრთამის მიმცემმა პირმა, საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი, 20 მარტს მისცა. სამართალდამცველებმა ასკეროვი 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები