LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს, სავარაუდოდ, 3 პაციენტი დატოვებს

135
თემურ-ნადირაძე-ქუთაისის-ინფექციური-საავადმყოფოს-ექიმი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. სტაციონარს, სავარაუდოდ, დღეს კიდევ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

აჭარაში კიდევ 4 გამოჯანმრთელებულია: ჯამში რეგიონში ვირუსი 24-მა ადამიანმა დაამარცხა

პაციენტები, რომლებიც დღეს ეწერებიან, ე.წ. ვანის კლასტერს წარმოადგენდნენ.

კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს შორის არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება როგორც კრიტიკული.

„სამი პაციენტი მზადდება გასაწერად, გუშინ გაკეთდა პირველი პისიარტესტი დ სამივესი უარყოფითია“, – აღნიშნა ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ბოჭორიშვილის კლინიკაში თბილისის ცნობილი კლასტერიდან დედა-შვილი მკურნალობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g