LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში კიდევ 4 გამოჯანმრთელებულია: ჯამში რეგიონში ვირუსი 24-მა ადამიანმა დაამარცხა

108
unnamed (23)

დღეის მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ 4 პირი განიკურნა. რეგიონში ამჟამად ახალი კორონავირუსი სულ 24 პირმა დაამარცხა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნინო ნიჟარაძის თქმით, დღეს აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე განმარტებით, გუშინ 97 პირს ტესტირება ჩაუტარდა და ყველას პასუხი უარყოფითი იყო. ნიჟარაძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთ შემთხვევაში მძიმე, ხოლო დანარჩენებთან მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს, სავარაუდოდ, 3 პაციენტი დატოვებს

“რეგიონში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. გუშინ გაიტესტა 97 პირი და ყველასთან მიმართებაში მოვიდა უარყოფითი პასუხი. აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 4 პირი განიკურნა. სულ რეგიონში 24 გამოჯანმრთელებული გვყავს. კლინიკა “მედალფაში” არის 30 დადასტურებული პაციენტი, ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ზოგადად სიტუაცია კონტროლირებადია. თუმცა ამ სიტუაციის განვითარება ჩვენზეა დამოკიდებული. აუცილებელია სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბევრად მეტია ინფიცირების შემთხვევებზე – მარინა ეზუგბაია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g