LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბევრად მეტია ინფიცირების შემთხვევებზე – მარინა ეზუგბაია

355
Capture

“6 ახალი ინფიცირებულიდან ჩვენს კლინიკაში ერთი მოთავსდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 6 ახალი ინფიცირებულიდან 2-ის წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში თბილისის ცნობილი კლასტერიდან დედა-შვილი მკურნალობს

“დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა, პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტია.

დღეს კოვიდ ცენტებში, თუ გამოვაკლებთ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მთლიანობაში 349 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს ცენტრში 42 ინფიცირებულია, გუშინ სამი პაციენტი გავწერეთ და მთლიანობაში ჩვენს კლინიკაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა. 6 ახალი ინფიცირებულიდან 1 ჩვენთანაა მოთავსებული, მისი წყარო დადგენილია და ბოლნისს უკავშირდება, რაც შეეხება დანარჩენ ახალ ინფიცირებულებს, 2 მათგანის წყარო ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოძიება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებულების უმეტობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტია, რომელთაც მძიმე პნევმონია აღენიშნება, ხოლო კრიტიკული პაციენტები აღარ არიან.

აჭარაში კიდევ 4 გამოჯანმრთელებულია: ჯამში რეგიონში ვირუსი 24-მა ადამიანმა დაამარცხა

მისი ინფორმაციით, კლინიკაში 11 მოზარდი მკურნალობს და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს, სავარაუდოდ, 3 პაციენტი დატოვებს

magti 5g