პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში IT ჰაბის შეიქმნა განიხილება და ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“ქუთაისის პარლამენტის შენობა პრაქტიკულად უფუნქციოდაა, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT მიმართულების განვითარებას. ებრაულ კომპანიასთან ვმუშაობთ, რომელიც სურვილს გამოთქვამს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT ჰაბი შეიქმნას და არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს ახალგაზრდებს. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო - ღარიბაშვილი
"თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ანაკლიაში რაც ხდება ახლა, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი".
დღესვე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია გონიოში ახალი დასახლების შექმნა, რომელიც შესაძლოა გახდეს ფინანსური ცენტრიც.
„გონიოში გვინდა, რომ აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში. თბილისში, თბილისის მერიასთან ერთად ვმუშაობთ ახალ, 2-3 პროექტზე, რომელზეც რამდენიმე კვირაში, მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას“, – აღნიშნა პრემიერმა.