LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში დაფრინდა ბორტი, ბლოგერები, ჟურნალისტები და ინფლუესერები არიან…წარმოდგენა არა აქვთ რომელ ქვეყანაში და ქალაქში არიან – ეს არის ავიაკომპანია „ვიზიარის“ ცნობილი პროექტი – „დაიკარგე ვიზიართან ერთად“: დათო ლიკლიკაძე

226
ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქუთაისში ბლოგერები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები ჩამოვიდნენ, რომელთან სამი დღის განმავლობაში იმერეთი უმასპინძლებს.

როგორც ლიკლიკაძე წერს, მათ წარმოდგენა არ აქვთ რომელ ქვეყანაში და ქალაქში იმყოფებიან. ლიკლიკაძის ტქმით, ეს არის ავიაკომპანია “ვიზიარის” ცნობილი პროექტი- “დაიკარგე ვიზიართან ერთად”.

სასწაული რამ ხდება მეგობრებო. ამ წუთებში ქუთაისში დაფრინდა ბორტი, რომლის 200 მგზავრს ( ბლოგერები, ჟურნალისტები, ინფლუესერები ) წარმოდგენა არა აქვთ რომელ ქვეყანაში და ქალაქში არიან. ეს არის ავიაკომპანია “ვიზიარის” ცნობილი პროექტი- “დაიკარგე ვიზიართან ერთად”. სტუმრები მთელი მსოფლიოდან შეირჩნენ და ემირატებიდან გადმოაფრინეს ჩარტერით. მათ სამი დღე იმერეთი უმასპინძლებს. 30 მილიონი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებს მათ მოგზაურობას.

DMO Imereti აბა თქვენ იცით!“,- წერს დათო ლიკლიკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები