LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში საფლავები გაძარცვეს – რა წაიღეს საფიჩხიის სასაფლაოდან

982
წყალტუბო

ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაო გაქურდეს. წაღებულია მარმარილოს ქვა და რკინის მოაჯირი. ინფორმაციას “რუსთავი 2 ” ავრცელებს.

მათი ცნობით, ქურდობის ფაქტს, ქუთაისის მერიის შპს-ში “ქართული ტრადიციები 2011” დასტურებენ.

“28 იანვარს საფიჩხიის სასაფლაოზე მესაფლავემ დააფიქსირა გაძარცული საფლავი, მოპარული იყო საფლავის ბიუსტი, ასევე ქვა და რკინის მოაჯირი, შპს-მ მოიძია დაკრძალული პიროვნების ოჯახი და ასევე, აღნიშნული ფაქტი აცნობა შსს,” -განაცხადა შპს-ში.

რაც შეეხება გამოძიებას – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის დანაშაული, რომელიც კანონით ისჯება. გამოძიება 258-ე მუხლით დაიწყო, რაც მიცვალებულების უპატივცემულობას გულისხმობს.

დამნაშავის ან დამნაშავეების გამოვლენების შემთხვევაში, მათ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 180 საათამდე დაეკისრებათ, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები