LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, ჩემი მინისტრობისას არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, აშენებული იქნებოდა – კალაძე

72
KALAZE

ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რესურსების გამოყენება მაქსიმალურად უნდა მოხდეს იმისათვის, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის ყიდვა არ დასჭირდეს.

“მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე.

ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული”, – ამბობს კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მისი მუშაობისას არ დაწყებულა, თუმცა რომ დაეწყო, დღეს უკვე აშენებული იქნებოდა.

„ჩემი მინისტრობის დროს არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, უკვე აშენებული იქნებოდა“, – თქვა კახა კალაძემ.

გუშინ, 23 მაისს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს.

რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს

ჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ვადას დღეს 12:00 საათამდე აძლევენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები შემდეგია.

შეჩერდეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს „ნამახვანის“ ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;

დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ქვეყანას გაჩერებით ვინც ემუქრება, ჯერ გვაჩვენონ, რა შექმნეს ამ ქვეყნისთვის ათი ლარის ღირებულების მაინც: ირაკლი ქადაგიშვილი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების განცახდებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g