LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას გაჩერებით ვინც ემუქრება, ჯერ გვაჩვენონ, რა შექმნეს ამ ქვეყნისთვის ათი ლარის ღირებულების მაინც: ირაკლი ქადაგიშვილი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების განცახდებაზე

187
ირაკლი ქადაგიშვილი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თუ ხელისუფლება ხვალ 12 საათამდე მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „ეს არის ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ და არა ხელისუფლების წინააღმდეგ“.

მისივე თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება და პროტესტის უფლება დაცულია, თუმცა აქციის მონაწილეების ულტიმატუმი მიუღებელია.

ხვალ, 12 საათამდე თუ მოთხოვნები არ შესრულდება, დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ: ვარლამ გოლეთიანი

რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს

„მე ვიტყვი ერთ ამბავს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის თავისუფალი. ნურავინ დაემუქრება ქვეყანას გაჩერებით, რადგან ვინც ემუქრება ქვეყანას გაჩერებით, ჯერ გვაჩვენონ, რა შექმნეს ათი ლარის ღირებულების მაინც ამ ქვეყნისთვის და ერთი ლარი მაინც შეიტანეს ბიუჯეტში, ჯერ ეს თქვან, ქვეყნის გაჩერებით რომ იმუქრებიან. ეგ ერთი. მეორე, ჩვენ რა თქმა უნდა, ღია ვართ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასთან გვქონდეს ღია საუბარი და ყველა პრობლემურ საკითხზე ვისაუბროთ, ეს ხელისუფლებამ, მთავრობამ ღიად გამოაცხადა.

ჰესის მშენებლობაზე, ძირითადად, მორატორიუმი გამოაცხადა იმ მიზნით, რომ ყველანაირი პრობლემური გარემოსდაცვითი საკითხი კიდევ ერთხელ ყოფილიყო განხილული. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენს პირობას ბოლომდე შევასრულებთ და მეორე, რასაც აქციის მესვეურები ახლა ულტიმატუმის სახით ავრცელებენ, ეს უკვე არის ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ და არა ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება ენერგეტიკა, ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი ენერგეტიკული პროექტის განხორციელება და რაც შეიძლება მეტი ინვესტორის შემოსვლა, ამიტომ ნუ ემუქრებიან ქვეყანას გაჩერებით. მათ ჯერ ათი ლარის საქმე შეასრულონ და ერთი ლარი ბიუჯეტში გადაიხადონ და მერე ისაუბრონ იმაზე, რომ ქვეყანას გააჩერებენ. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისი აზრისა და პროტესტის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

magti 5g