LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 3 ლარითა და 10 თეთრით გაიზარდა

54
shutterstock-1406803745

2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 192.5 ლარი იყო, მიმდინარე წლის იანვარში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 10 თეთრით გაიზარდა და 195.6 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. დეკემბერთან შედარებით, იანვარში 2.7 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 173.2 ლარი გახდა.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები