LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი წლიურად თითქმის 20 ლარით გაიზარდა

66
1497514116111092

საარსებო მინიმუმი 2019 წლის დეკემბერში 2018 წლის დეკემბერთან შედარებით 19.8 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დეკემბერში შრომისუნარიან მამაკაცს არსებობისთვის 194.8 ლარი სჭირდებოდა (2018 წლის დეკემბერში ეს მონაცემი 175 ლარს შეადგენდა). რაც შეეხება შედარებას წინა თვესთან, 2019 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით შემცირებულია 0.8 ლარით. ნოემბერში ეს მაჩვენებელი 195.6 ლარი იყო.

„საქსტატის“ მონაცემებითვე, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 172.5 ლარი შეადგინა, 1.3 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 326.8 ლარი გახდა.

რაც შეეხება ოჯახის სხვადასხვა კატეგორიებს, მათ დეკემბერში საარსებოდ შემდეგი თანხა სჭირდებოდათ:

ერთსულიანი ოჯახი – 172.5 ლარი;

ორსულიანი ოჯახი – 276.1 ლარი;

სამსულიანი ოჯახი – 310.6 ლარი;

ოთხსულიანი ოჯახი – 345.1 ლარი;

ხუთსულიანი ოჯახი – 388.2 ლარი;

ექვსსულიანი და მეტი – 459 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები