LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში უნიკალური დაზღვევა გვყავს – გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე

146
78556868-2695376647188930-7407803293985931264-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას ეხმაურება, და აცხადებს, რომ ივანიშვილი ქვეყნის უნიკალური დაზღვევაა, რომელიც ქვეყანას სისტემური ჩავარდნების დროს ეხმარება.

“ეს თანხები, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და “კოვიდ 19”-ის წინაღმდეგ საბრძოლველად. უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტზე და ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას. “ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს და დახმარება სჭირდება, ეს ადამიანი და მთელი ფონდი გვეხმარება, ყველგან, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი. საზოგადოება ხედავს როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში”, – აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა “კოვიდ 19”-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდ Stopcov-სთვის გამოყოფილი თანხა ფონდ “ქართუ”-ში გადარიცხა, “ქართუმ” კი Stopcov ფონდში.

 

ასევე იხილეთ:

საგანგებო მდგომარეობა შესაძლებელია გახანგრძლივდეს – გიორგი გახარია

EBRD და ADB საქართველოს ტემპის დაბრუნებაში დაეხმარებიან