LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო მდგომარეობა შესაძლებელია გახანგრძლივდეს – გიორგი გახარია

252
pjimage

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს.

“ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე იქნება  დამოკიდებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. სახელმწიფოს ამოცანაა ადამიანების ჯანმრთელობა”, – განაცხადა 112-ის ცენტრში მისულმა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვის ვადით გამოცხადდა.

30 მარტიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა, ხოლო 21:00 საათიდან 00:06 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები