LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა – ეკონომიკის მინისტრის პასუხი

76
ლევან დავითაშვილი3

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის პროექტი უკვე 86%-ით დასრულებულია – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

“მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. მათ შორის აღსანიშნავია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობდა და მომავალ წელს უნდა დასრულდეს. ეს პროექტი შემზღუდავ ვიწრო ადგილებს გამოასწორებს და რკინიგზას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ამას ემატება ახალი სარკინიგზო ხაზი ბაქო-თბილისი-ყარსის სახით, რომლის პროექტის 86%-იც უკვე დასრულებულია,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა - ეკონომიკის მინისტრი

მინისტრის თქმით, სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა სწრაფი ეკონომიკური ზრდაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა და სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.