LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენა ექნება მონატარული პოლიტიკის შერბილებას ლარზე – პასუხი სებ-ის პრეზიდენტისგან

172
7653

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მონატარული პოლიტიკის შერბილება ლარის კურსზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. მისი განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს არა იმის მიხედვით, თუ როგორია დღეს ინფლაცია, არამედ როგორია ამ მიმართულებით პროგნოზი.

„მე ვფიქრობ, რომ არ მოახდენს ლარის კურსზე ეს შერბილება უარყოფით გავლენას. დღევანდელ სიტუაციაში ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, სამი შოკის ქვეშ იმყოფება საქართველო დღევანდელ დღეს და რა თქმა უნდა, რთულია გავთვალოთ, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ როცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე ვლაპარაკობთ და ვმსჯელობთ, ჩვენთვის მთავარი ამ შემთხვევაში არის ინფლაცია. ის რასაც დღეს ვხედავთ, არის რომ წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაზე ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ შეცვლილიყო საპროცენტო განაკვეთი, რომ იყო ფაქტორები, რომელსაც შეეძლო ორივე მხარეს ემოქმედა ინფლაციაზე. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით შეეძლო ემოქმედა ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებას, ხოლო შემცირებაზე მოთხოვნის შემცირებას. თვენახევარი გავიდა მას მერე და ჩვენ რასაც ვხედავთ დღეს არის ის, რომ ამ პერიოდში ჩვენ ეკონომიკურმა გუნდმა უკვე დავამთავრეთ მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და გვაქვს საკმაოდ დიდი პაკეტი, რომელიც დაეხმარება ეკონომიკას, რომ სხვადასხვა სირთულეებს გაუმკლავდეს. ამავე დროს ვხედავთ, რომ მოთხოვნა არის შემცირებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ვაკეთებთ არა იმის მიხედვით, თუ რამდენია დღეს ინფლაცია, არამედ იმაზე დაყრდნობით, თუ რას ვპროგნოზირებთ მომავალში საშუალოვადიან პერიოდში და საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაცია იქნება მაღალი და სხვანაირად შეუძლებელია, რომ იყოს, მაგრამ შემდეგ მოთხოვნის შემცირების შესაბამისად დაიწყებს შემცირებას და დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს,“- აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები