LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მისწერა მიხეილ სააკაშვილმა თაკო ჩარკვიანს: „სიტუაცია მართლაც დამიმძიმდა, მაგრამ ჩემს ჯანმრთელობაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ“

217
Untitled design

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხზე საუბრობდა, სააკაშვილის წერილი წაიკითხა.

ჩარკვიანი სააკაშვილზე: ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აბსოლუტურად მიტოვებული აღმოჩნდა, ე.ი. ღია ღალატი იყო

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა მას ეს წერილი რამდენიმე თვის წინ გაუგზავნა:

„ეს არის ერთ-ერთი წერილი, სადაც წერს: „არასდროს დავიღლები მადლობის თქმით. სიტუაცია მართლაც დამძიმდა, მაგრამ ჩემს ჯანმრთელობაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ ყველა გაქცევაზეა ქვეყნიდან და 2023 წელს ახალგაზრდების ნახევარი აქ არ იქნება. რაღაც უნდა ვიღონოთ“.

ეს ბოლო წერილია, რამდენიმე თვის წინანდელი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები