LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ნიშნულზე იქნება ლარის კურსი წლის ბოლოსთვის – „2023 წლისათვის, ფსონს ევრო/დოლარის უფრო მაღალ ნიშნულზე დავდებდით”

21005
laris-kursi_w_h

წლის ბოლოსათვის ლარი დოლართან 2.80-იან ნიშნულზე იქნება, – ამის შესახებ საუბარია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად ლარის კურსს და მის გარშემო არსებულ ფაქტორებს ეხება.

„წლის ბოლოსათვის, აშშ დოლართან მიმართებით ნიშნული დაახლოებით 2.80-ს შეადგენს, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ევრო/დოლარი დაახლოებით 1.05 იქნება და სხვა რეგიონული ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით, დაახლოებით, სადღეისო ნიშნულებზე შენარჩუნდება.

2023 წლისათვის, ფსონს ევრო/დოლარის უფრო მაღალ ნიშნულზე დავდებდით, რაც ლარის ევროსთან გარკვეულწილად გაუფასურებას და დოლართან, დაახლოებით, იმავე დონეზე შენარჩუნებას ან სავარაუდოდ, უფრო მეტი ალბათობით, გამყარებას გულისხმობს“–ამბობს საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები