ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი თვლის, რომ „ლაგუნა ვერეს“ პროექტი მიუღებელია. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„კატეგორიულად გაუმართლებელია ამ ადგილას ამხელა შენობის ჩადგმა. ყოველწლიურად ხელიდან გვეცლება თბილისის ისტორიული სახე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მაღალ შენობებთან.

იქნება ეს ესთეტიკური, ურბანული კუთხით, არქტიტექტურა, ლოკაცია, კომპოზიციის შესაბამისობა გარემოსთან, თუნდაც კომერციული მიზნით, მეეჭვება რომ გამართლებული იყოს.

გრანდიოზული შენობების კომერციულად დატვირთვა, რომელსაც სულ უფრო და უფრო ეჭვის თვალით უყურებენ ინვესტორები, დასავლეთი.. ვფიქრობ საეჭვო პროექტია“, – განაცხადა თეო ხატიაშვილმა.

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ “ქართუ” მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს – რას ამბობს კალაძე

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები