LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ქონებას ფლობს მთავრობის ახალი მეთაური

417
69875354-1436449809826252-4517254354901663744-o

“ქართული ოცნების” რიგით მეხუთე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახდა. მას, პროტესტის მიუხედავად, მხარი უმრავლესობის დეპუტატებმა დაუჭირეს.  გახარია ამ დრომდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. 2018 წელს მისმა შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე 60 654,6 ლარი შეადგინა.

ახალდამტკიცებულ პრემიერს ჰყავს მეუღლე, მარიამ ფანცულაია, რომელიც ექიმი-ბაქტერიოლოგია პროფესიით და ერთი შვილი ანნა გახარია. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს „ტოიოტა RAV4″-ს, რომელიც 2016 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი.

შრომა და საქმე - გახარიას პირველი კომენტარი ოფიციალურად გაპრემიერების შემდეგ

ახლა არის დრო, ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ შედეგებზე.

 

რაც შეეხება გიორგი გახარიას და მისი ოჯახის წევრების ქონებას, 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის პირად საკუთრებაში არც უძრავი და არც მოძრავი ქონება ფიქსირდება. რაც შეეხება ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 4 850.99 ლარი და 266,76 დოლარი ჰქონდა. ხოლო გახარიას გასავალს, შვილის სწავლის საფასურის სახით მისმა გასავალმა გასულ წელს 5 220 ევრო შეადგინა.

ახალი მინისტრთა კაბინეტი გახარიას მეთაურობით დამტკიცებულია [ვიდეო]

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტში სახლემწიფო ჰიმნი ჩაირთო.

მთავრობის ახალი მეთაურის მეუღლეს კი 520 ათასი დოლარის დეპოზიტი და 1 192,5 ლარი უფიქსირდება. მისმა გასული წლის შემოსავალმა ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგად მუშაობისას კი 11 372 ლარი შეადგინა.

გასულ წელს გახარიას მეუღლემ უძრავი ნივთის გაყიდვით 720 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო. ხოლო თავად გიორგი გახარიამ საკრედიტო მომსახურებაზე 10 ათასი ლარი დახარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g