LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიძლება იყოს ქართველების გამაერთიანებელი და ის, რომ ომი არავის უნდა? – რაზე წერს ნათია ფანჯიკიძე

266
phanjikidze-750x375-1

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ომთან დაკავშირებით ქართველების დამოკიდებულებასა და ხედვას განიხილავს და სოციალურ ქსელში წერს, როგორ წარმოუდგენია მიმდინარე მოვლენებზე მისი სიტყვებით ეროვნული თანხმობის სტრატეგია.

„რა შეიძლება იყოს ქართველების გამაერთიანებელი და ის, რომ ომი არავის უნდა. სად ვერ ვთანხმდებით და იქ, რომ ზოგს ჰგონია, ტერორისტებს თუ თავს მოუქონავს, ყველა სხვას დაბომბავენ და ჩვენ გადავრჩებით. დანარჩენებმა გამოცდილებაზე დაფუძნებით ვიცით, ტერორისტებს ფეხებზე ჰკიდიათ ვინ როგორ იქცევა და მათთან არანაირი გარიგება არ შეიძლება. ამიტომ ომის არიდება გვესახება არა თავის მოქონვით, არა სახის დაკარგვით, არამედ ყველა ბერკეტის ამუშავებით, რაც დასავლეთთან კონსულტაციებით არის გააზრებული, რომ აღარცერთი ომის თავი, რაც შეიძლება მალე აღარ ჰქონდეს რუსეთს და უკრაინამ მოიპოვოს გამარჯვება.

ასევე ვერ ვთანხმდებით თანამედროვე ქართველის “სახისმეტყველებაზედ”, ზოგი რუსულ ანდაზას მისდევს “წყალზე უხმოდ, ბალახზე დაბლა” და დანარჩენები რუსთაველის აფორიზმს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”. რადგან ერთ რამეში ვთანხმდებით, რომ ომი არ გვინდა, მემგონი ამ ორი “სტრატეგიის” შეჯერებაც შესაძლებელია ამგვარად – პირველმა ჯგუფმა გაგვიწიოს ანგარიში და მტრის სასარგებლო განცხადებები არ აკეთოს, შეშინებული სახე გამოიცვალოს უფრო სიმპატიური სახით და თუ სიმხდალის დემონსტრირების მეტი არაფერი აქვს სათქმელი, დუმდეს, არ ვთხოვთ დუდას მსგავს ვაჟკაცობას არავის და საკეთებელი, სანქცია იქნება ეს თუ სხვა რამ, როგორც შეუძლიათ, “წყალზე ჩუმად და ბალახზე დაბლა” მალვით აკეთონ და შეეშვან ხალხის დემორალიზებას, გმირების უპატივცემულობას, ღირებულებების ჩაკვლას და ერისგან “პრაგმატული” გამყიდველი სახეობის გამოყვანას, ამის ნაცვლად დღე და ღამე იმუშაონ ყველა შესაძლო გართულებისას სამოქმედო გეგმის ვარიანტებზე. სადაც კომპეტენცია არ ჰყოფნით, მოიწვიონ ექსპერტები, ყველა ასე ვიქცევით, პროფესიონალიზმი უწყვეტი მეცადინეობაა. მეორე ჯგუფი გავაგრძელებთ ჩვენი რწმენის მიხედვით, ბოროტებასთან კომპრომისების გარეშე ყველა მოქმედებას, რასაც გული იტყვის და გონება დაეთანხმება.

აგია ჩემი ეროვნული თანხმობის დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც რათქმაუნდა, საჭიროებს პუნქტების განახლებას”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g