LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში გამოცხადდება თბილისი წითელ ზონად? – ჯანდაცვის ექსპერტის შეფასება

183
ვატო-სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტმა, ლელოს ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლმა, ვატო სურგულაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

სურგულაძე აღნიშნავს, რომ წითელი ზონის გამოცხადებამდე, თბილისში დღიურად 450-500 შემთხვევა მაინც უნდა დაფიქსირდეს. ის ვარაუდობს, რომ ამ მდგომარეობამდე თბილისი არ მივა.

“წითელ წონას თავისი ინდიკატორები გააჩნია. თბილისი რომ გამოცხადდეს წითელ ზონად 2 კვირის განმავლობაში, დღიურად 450-500 შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს.

ე.წ წითელ ზონამდე მე არ მგონია, რომ თბილისი მივიდეს, თუმცა ამას შესაბამისი მუშაობა სჭირდება და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება.

რეკომენდაციები არსებობს და ამის დაცვაა საჭირო.

ვატო სურგულაძე აღნიშნავს, რომ მთავარია ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან განხორციელდეს მკაცრი კონტროლი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცავს საზოგადოება არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

“2000 სუნთქვის აპარატი სულ არ დაგვჭირდება, სისტემა გაუძლებს, თუ უფრო მეტად დავიცავთ წესებს, მოსახლეობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება.

ამასთან ითქვა, რომ “მოსახლეობა მოეშვა და იმიტომ გვაქვს აჭარაში ასეთი ვითარებაო”, აქ მოშვებაზე არ არის საუბარი, აქ არის კონტროლზე, საინფორმაციო პოლიტიკაზე, რომელზეც სულ უნდა იყოს საუბარი, მხარდაჭერა, დახმარება, გაკონტროლება, ეს თუ არ იქნება რა მნიშვნელობა აქვს რამდენი საწოლი იქნება?-რაოდენობა მუდმივად მოიმატებს.

თუმცა, საწოლს სჭირდება შესაბამისი გადამზადებული პერსონალი და თვითონ ექთნები და ექიმები თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ.

ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ ამას, თქვენც ხშირად გესმით რამდენი სამედიცინო პერსონა ავადდება ინფექციით,”-აღნიშნა ვატო სურგულაძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g