LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში მიიღებთ 6 თვით 200-ლარიან კომპენსაციას – განცხადებების მიღება დაიწყო

616
e50ea347917618304944294820c7b33b-XL

200-ლარიანი კომპენსაციების მისაღებად შემოსავლების სამსახურში განცხადებების მიღება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ექვსთვიანი 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებიან.

კომპენსაციას მიიღებს ის პირი, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ორ ან მეტ თვეს იღებდა ხელფასს; ან სამსახური დაკარგა დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებმაც დაკარგეს სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში.

დაქირავებულად არ მიიჩნევა და შესაბამისად, დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვთ პირებს, რომლებსაც 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში არ უფიქსირდებათ სახელფასო განაცემი – საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, საწარმოდან, რომლის აქციების წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს.

დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე კომპენსაციის გასაცემად დამქირავებელმა, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის 20 რიცხვისა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს განცხადება. განცხადება ივსება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დამქირავებლის გვერდიდან.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაცია გაიცემა პირველი იანვრიდან, თვეში 200 ლარი, ექვსი თვის განმავლობაში. კომპენსაციის მიღება შეუწყდება იმ პირს, რომელსაც 2021 წლის მარტის ან შემდეგ თვეებში დაუფიქსირდება 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა. კომპენსაციის მიმღებ პირებს კუთვნილ 200 ლარი განცხადებაში მითითებული ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ.

დამქირავებლებმა განაცხადები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 20 იანვრამდე უნდა ატვირთონ, თვის ბოლოს კი, კომპენსაციების გაცემა დაიწყება.

 

იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა: გიორგი გახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები