LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები იხსნება 8 და 15 თებერვალს და რა შემთხვევაში ორმაგდება ჯარიმები

267
შეზღუდვები

ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მსუბუქდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი  არის 3.79%, შესაბამისად შეზღუდვები დაგეგმილზე ადრე შემსუბუქდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი.

თბილისში ამუშავდება ყველა სახის ტრანსპორტი – მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი, თუმცა, ტრანსპორტზე შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

8 თებერვლიდან  ფუნქციონირებას სრულად გააგრძელებენ ბაზრობები. შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

8 თებერვლიდან გაიხსნება ბაზრობები

15 თებერვლიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში იქნება შესაძელებელი.

ამ დრომდე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყნის სამ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მხოლოდ დისტანციურად იყო შესაძლებელი.

15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში შეძლებენ  მუშაობის განახლებას. თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. პრემიერის თქმით, ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g