LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უთხრა გარდაცვალების წინა დღეს ლევან კბილაშვილმა დედას: „გონაშვილი როგორც დარჩა ლეგენდად, მეც ისე უნდა დავრჩეო…“

717
ლევან-კბილაშვილი

ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ გარდაცვლილ შვილს იხსენებს და ამბობს თუ რა წინათგრძნობა ჰქონდა მას:

„წინა დღეს ფესტივალზე იმღერა და მეუბნებოდა, 20 ათასი კაცი იყო, დე, ვერ წარმოიდგენდი, რა ხდებოდა, ხალხს ბოლომდე თვალს ვერ გაუწვდენდიო. იმდენი მსმენელი მყავს, სტადიონს გავავსებო. მერე ვიდეოები დადეს და ვნახე, ისე ხტოდა სიმღერისას, რომ საყვედურით დავურეკე, როგორ შეიძლება, ასეთი პრობლემა გაქვს ფეხზე და თავს გაუფრთხილდი-მეთქი. მითხრა, რას ამბობ, ახლა უნდა გავაკეთო ყველაფერი, ჩემი პროექტები დავასრულო, რომ ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი რომ აღარ ვიქნები, ჩემი ალბომები დარჩეს. აი, გონაშვილი როგორც დარჩა ლეგენდად, მეც ისე უნდა დავრჩეო. ხომ არ გაგიჟდი, რა დროს მაგაზე ლაპარაკია-მეთქი, ვუთხარი და როცა იქნება, ხომ მოხდება და მანამდე ისე უნდა გავაკეთო, რომ სალაპარაკო დავტოვოო და დატოვა კიდეც“.

„ამბობენ, როგორც მუსიკოსი და მომღერალი კი, მაგრამ როგორც ადამიანი ისე დაგვაკლდაო, ჰოდა ამიტომ შეხვდნენ ახალ წელს, ბედობას, შობას შენს გვერდით“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

„დე, ძალიან მაგრად ვიმღერე.. გავაგიჟეთ ყველა.. ჩემი პირველი სიტყვა კი იყო“ – ლევან კბილაშვილის დედა ემოციურ ამბავს იხსენებს

ეს ნახატი ლევანის ბოლო ნამუშევარია!!! ეს პერანგი კი – სიმბოლო ნამდვილი და უანგარო მეგობრობის – ლევან კბილაშვილის დედა შვილის ნახატს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები