მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან უჭირს ლევანის გარეშე ცხოვრება, მის თვალცრემლიან მეგობრებთან ურთიერთობა, თუმცა მისივე განმარტებით, ეს დიდი ძალა და ნუგეშია.
„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს ხშირად მეკითხებიან – არ გიჭირს ლევანის მეგობრებთან ურთიერთობაო?- დღის უმეტეს ნაწილს ჩემს შვილთან ვატარებ
და როდესაც იქ მისულს დღე-ღამის ნებისმიერ დროს თავდახრილი და თვალცრემლიანი მისი მეგობრები მხვდებიან რა თქმა უნდა მიჭირს,მაგრამ ამავდროულად დიდი ძალა და ნუგეშია ჩემთვის მათი ლევანიკოს გვერდით ყოფნა
ერთხელ ზაზამ მითხრა – ამ ბიჭმა თავის თავის ფასი არ იცისო – იცოდა, როგორ არ იცოდა, მაგრამ არასოდეს უყვარდა თავის გამოჩენა, არასოდეს არავისთვის ზევიდან არ გადმოუხედავს, არასოდეს უგრძნობინებია ვინმესთვის შენზე კარგი მომღერალი ვარო
არ ვიცი ვინ სად, რომელ სიმღერაში დაინახა, ვის როგორ ესმოდა მისი ხმა, მე ის ვიცი, რომ ლევანიკო არის ადამიანი, რომელსაც მეგობრები არანაირი ნიშნით არ შეურჩევია, იცოდა ამ ურთიერთობის ფასი და ბოლომდე ერთგული იყო მათი
ეს ნახატი ლევანის ბოლო ნამუშევარია !!! ეს პერანგი კი – სიმბოლო ნამდვილი და უანგარო მეგობრობის !!! ლევანიკოს ბიჭებო
მადლობა უკლებლივ ყველას !!!
![❤️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t6c/1/16/2764.png)