LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სარკეში აღარ ვიხედები და იცით რატომ? იქიდან სულ სხვა ქალი მიყურებს… მიყურებს და ვერაფერს მეუბნება – რა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება…“ – მელიტა ფურცელაძე

183
მელიტა ფურცელაძე

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ ურთულეს მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც მისი მეუღლის და შვილის გარდაცვალებამ გამოიწვია. 

„სარკეში აღარ ვიხედები და იცით რატომ? იქიდან სულ სხვა ქალი მიყურებს… თვალცრემლიანი, დაღლილი,ღამენათევი და მხრებჩამოყრილი 💔 მიყურებს და ვერაფერს მეუბნება – რა ვქნა, როგორ მოვიქცე, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება…

ჩავხედავ ხოლმე მას თვალებში და ჩუმად ვპასუხობ – რა ვქნა ??? რომ ვერ ვერევი ამ დასაწვავ თავს, რომ აღარ მინდა არაფერი და რომ ჩემს ქმარ-შვილთან ერთად ყოფნა სჯობს… არადა სიზმარში ნახეს – მე და შალვოვიჩი კარგად ვართ, ჩემებს უთხარი არ იდარდონო 😭

გავხსნი ტელეფონს და… მხვდება ასეთი პოსტები… 

და ვიდრე ჯერ კიდევ რაღაცნაირად ფეხზე დგომა შემიძლია, ვეცდები მხრებში მაინც გავიშალო, თავი მაღლა ავწიო, სარკეში ჩავიხედო და იმ უცხო ქალს ვუთხრა ხმამაღლა…

მე ლევანიკო დედა ვარ !!! იმ ლევანიკოსი, რომელსაც ვერ ივიწყებს ამდენი უცხო ადამიანი, რომელსაც ამდენ სითბოს, სიყვარულს და პატივისცემას უგზავნის უამრავი თაყვანისმცემელი 💔

ამისთვის ჩემი დიდი პატივისცემა და უღრმესი მადლობა უკლებლივ ყველას. იქნებ კი არა და მხოლოდ ამისთვის ღირს სიცოცხლე 💔

მართლა რა ბედნიერება და სიამაყეა – ლევან კბილაშვილის დედობა 💔“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები