LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ლევანიკოს რეპეტიციებზე სიარულისას, ერთხელ რობერტ ბარძიმაშვილმა მითხრა, ასეთი გოგო აქ ტყუილად დროს რატომ კარგავ, ადექი და იმღერეო…“ – ლევან კბილაშვილის და ამღერდა

530
სალომე კბილაშვილი

ლევან კბილაშვილის და, სალომე სოციალურ ქსელში აკომპანიატორთან ერთად შესრულებულ სიმღერას გვიზიარებს და იხსენებს, რა უთხრა ერთ დროს რობერტ ბარძიმაშვილმა:

„ექსპრომტად შესრულებული… წარსულიდან ერთი ლამაზი ამბავი გამახსენდა: ლევანიკოს რეპეტიციებზე სიარულისას, ერთხელ რობერტ ბარძიმაშვილმა მითხრა, ასეთი გოგო აქ ტყუილად დროს რატომ კარგავ, ადექი და იმღერეო. ზუსტად მაშინ დგამდნენ როკ-ოპერას „საბრალონი“ — იქვე ჩამაყენა და მამღერებდა კონცერტებზე.

ამ ვიდეომ ზუსტად ის ბედნიერი წლები ამომიტივტივა მეხსიერებაში…

ჩემო ნატალია, მადლობა შენი უსაზღვრო ნიჭისთვის და ამ ულამაზესი აკომპანიმენტისთვის! ოქროს გოგო ხარ, მიყვარხარ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები