უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას მომღერალ ლევან კბილაშვილის სახელი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მიდიხარ სახლში და გესმის სიტყვები, რომლებიც სუნთქვას გიკრავს: „შემდეგი გაჩერება: ლევან კბილაშვილის ქუჩა“…
უზომო სიამაყისგან გინდა ყველას გასძახო ლევანი ჩემი ძმაა! ❤️“, – წერს ლევან კბილაშვილის და სალო კბილაშვილი.
