ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს მომღერალ ლევან კბილაშვილის და, სალომე, რომელიც გარდაცვლილ ძმას იხსენებს.
სალომე კბილაშვილი:
ლევანიკოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა ხოლმე საპატრიარქოში. პატრიარქს ძალიან უყვარდა ლევანიკოს „დაიგვიანეს“ და ლევანიც ხშირად ასრულებდა მასთან. მოსკოვში რომ მიდიოდა, ლევანს უთხრა, შენ ამ კონკურსში გაიმარჯვებო და ჯვარი უჩუქებია, რომელიც ჩემს ძმას არასდროს მოუხსნია.
დედა როგორ არის?
ძალიან ცუდად. დეიდაჩემი ცხოვრობს მასთან, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს. ჯერ ლევანიკოს ამბავი როგორი გასაძლებია, მერე მამა იყო ძალიან დიდი დასაყრდენი დედასთვის. კერძო სახლი გვაქვს და ერთად ფუსფუსებდნენ. მამა და დედა ერთად აკეთებდნენ ყველაფერს, ერთად დადიოდნენ საფლავზე და ძალიან მძიმედ იმოქმედა მამის გარდაცვალებამ, მაგრამ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, რადგან ჩვენც გვჭირდება დედა…ლევანი ჯერ ჩვენთვის რამხელა ტკივილია და მერე დედისთვის, ხომ წარმოგიდგენიათ!..
