LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო – ირაკლი კობახიძე ოპოზიციის აქციას და მოთხოვნებს აფასებს

kobaxidze

“ნაციონალურ მოძრაობას” მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობას” დესტაბილიზაციის უფლებას ხელისუფლება არ მისცემს. მისივე თქმით, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დესტაბილიზაციის მუქარა მიხეილ სააკაშვილის და გრიგოლ ვაშაძის განცხადბებში იკითხებოდა. კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია სიტუაციის მართვაზე და იმის რესურსიც აქვს, რომ პროცესები სათანადოდ მართოს.

პარლამენტის თავმჯდომარე გუშინდელ აქციას კომიკურს და არასერიოზულს უწოდებს.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ მათი “დიდი აქცია” . გუშინდელ აქციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან ჩვენ ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა. საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ვართ იმაზე პასუხისმგებელი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები