LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც საქართველოში დღეს მოხდა, ძალიან შემაშფოთებელია, პირველი, ვინც ამით ზარალდება, ქართველი ხალხია” – ანდერს ფოგ რასმუსენი

64
razzzz

ნიკა მელიას დაკავებას და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, რაც საქართველოში დღეს მოხდა, ძალიან შემაშფოთებელია.

ამის შესახებ რასმუსენი “ტვიტერში” წერს.

„ის, რაც საქართველოში დღეს მოხდა, ძალიან შემაშფოთებელია. პირველი, ვინც ამით ზარალდება, ქართველი ხალხია.

მე თავშეკავებულობისკენ და საქართველოს უკან არ დახევისკენ მოვუწოდებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას იცავს.”-წერს რასმუსენი.

“მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს” – ჯეიმს აპატურაი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები