LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახები ფინანსური დახმარებით ისევ ისარგებლებენ

57
54531-1

ამბროლაურში ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა გრძელდება. ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის დახმარებით.

პირველ და მეორე ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, მესამე და მომდევნო შვილის შეძენის შემთხვევაში – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.

დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ახალშობილის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობის ასლები;

ე) მშობლის საბანკო ანგარიში.

მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობლებზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) მშობლების/მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა N1) ასლი (თუ ბენეფიციარის (მშობლების/მშობლის) პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი) (საჭიროების შემთხვევაში);

ე) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ვ) მშობლის (ერთ-ერთის) საბანკო ანგარიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები