LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაშიც ვისრიალებთ – ამბროლაურში სამთო-სათხილამურო კურორტი მოეწყობა

2062
-TOR3696

საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებს, შესაძლოა, კიდევ ერთი შეემატოს რაჭის სახით – არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობა იგეგმება.

თემაზე „კომერსანტს“ რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ესაუბრა. ჯაფარიძის ინფორმაციით, საუბარია მდ. რიცეულას ხეობაში ჭუთხაროს მთის მასივის სამხრეთ კალთებზე, რომელიც ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, 10-ზე მეტ სამთო-სათხილამურო საბაგირო გზას იტევს.

„ჭუთხაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენტეხსა და ამბროლაურის საზღვარზე არის სათხილამურო ტურიზმის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ეს არის ამბროლაურიდან 18 კილომეტრში, ორი მესამედი ლენტეხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და დანარჩენი ამბროლაურს.  სივრცითი მოწყობის გეგმაში სრულად არის მოცემული ამ მთის მასივის შესაძლებლობები. ამჟამად შეთავაზებები დაწყებულია ბიზნესთანდაინტერესება არის ფრანგების მხრიდანაც“,- ამბობს რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი. მისივე ინფორმაციით, კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერჯერობით არავისთან მიმდინარეობს, თუმცა რესურსი დადასტურებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები